საფინანსო ორგანიზაცია “ელთ კომპანი“ აცხადებს ვაკანსიას ძვირფასი ლითონებისა (ოქროს, ვერცხლის) და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ფუნქცია - მოვალეობები:
- კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
- ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
- შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
- ოქროს , ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება, ვალუტის კონვერტაციები.
უნარები:
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდური;
- კომუნიკაბელური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად საფინანსო ორგანიზაცია ელთ კომპანის“ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eltcompany.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ექსპერტ-შემფასებელი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და იყავი წარმატებული!